საქართველო-რუსეთი

პესკოვის თქმით, 19 დეკემბრის ღონისძიებაზე პუტინმა შესაძლოა საქართველოზეც ილაპარაკოს

ვლადიმირ პუტინი და დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ ტელევიზიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 19 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე, შესაძლოა, საქართველოსაც შეეხოს.

"საქართველოს ხელისუფლებისთვის რჩევები ჩვენი მისაცემი არაა. ამას არ გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ოდნავ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და ჟურნალისტების მხრიდან საკმარისი ინტერესის შემთხვევაში ხვალ პრეზიდენტი ყველა შეკითხვას უპასუხებს." - თქვა პესკოვმა.

19 დეკემბერს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე გაიმართება ღონისძიება სახელად წლის შედეგები ვლადიმირ პუტინთან ერთად. მასში მონაწილეობას ჟურნალისტები და მოქალაქეები მიიღებენ. ისინი პუტინს კითხვებს დაუსვამენ.

28 ნოემბერს პუტინმა თქვა, რომ ის საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაოცებულია. საუბარი ეხებოდა ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის დაბრუნებას.

 

კომენტარები