საქართველო-რუსეთი

პუტინი: საქართველოს ხელისუფლების სიმამაცემ გამაოცა

ვლადიმირ პუტინი აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, 2024 წლის 5 სექტემბერი.  
РИА «Новости»

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ის საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაოცებულია.

"როცა საქართველოს მოვლენები დაიწყო მე, გულწრფელად გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი ამ ყველაფერს და ვაკვირდებოდი. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. მაგრამ მე უბრალოდ გამაოცა მათმა სიმამაცემ და ხასიათმა, რომელიც საკუთარი მოსაზრების დასაცავად გამოიჩინეს. ახლა არც კი შევაფასებ ამ მოსაზრებას." – თქვა პუტინმა ქართული ოცნების პოზიციაზე რუსულ კანონთან დაკავშირებით. 

ამას გარდა, პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს საქმეებში "ოფიციალურ დონეზე" არ ერევა.

"საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებთან უამრავი კონტაქტის მიუხედავად - კონტაქტი ბევრია და გავლენაც, ალბათ, არსებობს რუსეთიდან საქართველოს მიმართ და იქედან კი რუსეთის მიმართ - ოფიციალურ დონეზე ჩვენ შიდაპოლიტიკურ პროცესში არ ვერევით, საერთოდ ახლოს არ ვეკარებით." – თქვა პუტინმა.

კომენტარები