ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა - ინფორმაცია ტაბულას ქართული ოცნების პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

ალენ ბერსეს დღეს შეხვედრები ჰქონდა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილთანაც. როგორც ბერსემ X-ზე დაწერა, ხვალ ის ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება. 

"პირველივე საქმე ამ დილით - შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა ველი საუბარს საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ მთელი დღე ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მექნება შეხვედრები" - წერს ბერსე. 

კომენტარები