კრიმინალი

2023 წელს მარაბდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ორ თანამზრახველთან,  მათ შორის ერთ არასრულწლოვანთან ერთად ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. „ტროსი“-თ დაახრჩვეს. კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს ტერიტორიაზე გადაიტანეს და  დამარხეს, შემდეგ მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ. შემთხვევა 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში მოხდა. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ ბრალდებული, მათ შორის არასრულწლოვანი სასამართლომ უკვე ცნო დამნაშავედ და ერთს 20 წლით, ხოლო არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები