მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.
"ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა. ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე.
შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად გენერალური მდივნის როლი ამაში განსაკუთრებულია და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალენ ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.