ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ველდკამპი: ნიდერლანდები გააგრძელებს მოწოდებას EU-ს მიერ ოცნების წევრების სანქცირებისკენ

ძალადობა საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიუღებელია. მე მივესალმები ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესებაზე - ნათელი სიგნალია. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ძალისხმევას, დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოებას. 

ნიდერლანდები გააგრძელებს მოწოდებას ევროკავშირის მიერ პასუხისმგებელი პირების სანქცირებისკენ, ჩვენ მზად ვართ, ორმხრივი მხარდაჭერა გავუწიოთ ქართველ ხალხს. ეს მოიცავს ჟურნალისტებისთვის დამცავი აღჭურვილობის მიწოდებას, მაგალითად გაზის საწინააღმდეგო ნიღბების, რათა მათ თავიანთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება შეძლონ. 

წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი X-ზე. 

კომენტარები