საქართველო-რუსეთი

გალუზინი: კვლავ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის

მიხაილ გალუზინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი ამბობს, რომ მოსკოვი კვლავ მზადაა თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის.

"რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა რუსულ მხარეს არ გაუწყვეტია, ეს სააკაშვილის რეჟიმმა გააკეთა, რომელმაც სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული ომი გააჩაღა 2008 წლის აგვისტოში. ჩვენ კვლავ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის იქამდე, სადამდეც ამისთვის ოფიციალური თბილისი იქნება მზად... რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ამ მხრივ ჩვენ მუდამ ვუჭერდით მხარს მის პრაგმატულ განვითარებას ურთიერთსარგებლისა და საერთო ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე." – თქვა გალუზინმა.

ამის შესახებ გალუზინმა სამოკავშირეო სახელმწიფოს კონფერენციის დროს, ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი კომენტარი ქართული ოცნების მიერ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად არჩევას ეხებოდა.

როდესაც გალუზინს ჰკითხეს, თუ როგორ აფასებს რუსეთი ყაველაშვილის არჩევასა და ჩატარებულ არჩევნებს, მინისტრის მოადგილემ თქვა, თითქოს რუსული მხარე "საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა".

კომენტარები