შავი ზღვა

15-19 აგვისტოს მონიტორინგით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-19 აგვისტოს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

"კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია". - წერია სააგენტოს განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში 59 პარამეტრის მნიშვნელობები ისაზღვრება.

"სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებითაა აღჭურვილი და თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს". - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

 

კომენტარები