რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკი: კურსკში რუსებმა ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გამოყენება დაიწყეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
unn.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს იყენებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"არსებობს წინასწარი მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსებმა დაიწყეს შტურმებში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გამოყენება – შესამჩნევი რაოდენობით. ფაქტობრივად, მოსკოვმა ამ ომში კიდევ ერთი სახელმწიფო ჩაითრია. თუ ეს არ არის ესკალაცია, მაშინ რა არის ესკალაცია, რომელზეც ბევრი საუბრობდა?". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინს არ სურს მშვიდობა და ის ცდილობს აზიასა და მთელ მსოფლიოში პრობლემები შექმნას.

"ჩვენ დავიცავთ თავს, მათ შორის, ჩრდილოკორეელებისგანაც. ჩვენ განვაგრძობთ კოორდინირებულ მოქმედებას ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, რათა ეს ომი შევაჩეროთ. თუმცა, შევაჩეროთ საიმედოდ, გარანტირებული მშვიდობით". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები