სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

CNN

14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პარლამენტის 300 დეპუტატიდან იმპიჩმენტის მომხრე 204 დეპუტატი, ხოლო წინააღმდეგი 85 იყო

ეს იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის მეორე მცდელობა იყო, მას შემდეგ რაც მან 3 დეკემბერს მოულოდნელად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი საკონსტიტუციო სასამართლომაც უნდა დაუჭიროს მხარი, რომელიც 9 წევრისგან შედგება, რის შემდეგაც დაინიშნება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები.

სამხრეთ კორეაში, 2017 წელს იმპიჩმენტის წესით კორუფციული სკანდალის გამო პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს თანამდებობის დატოვება დროზე ადრე მოუწია.


3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიციის მიერ "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა" დაასახელა. 

"სამხედრო მდგომარეობის მიზანი პრო-ჩრდილოკორეული ძალების ამოძირკვა და თავისუფლების კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა" – თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში. 

იოლის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი "მძევლად აიყვანეს" და მათ ქვეყნის კრიზისში ჩათრევა სურდათ. 

ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში მხარი არ დაუჭირა მთავრობის ბიუჯეტის წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი მკვეთრად შემცირება მოითხოვა. ასევე, პარტიამ სახელმწიფო აუდიტისა და გენერალური პროკურორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა.

კომენტარები