პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტთა პაკეტით, აქციების მონაწილეებს ეკრძალებათ იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალება, ასევე იკრძალება სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.
ცვლილებები ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის საკითხების დარეგულირებას.
საკითხი პარლამენტმა დღეს განიხილა და 82 ხმით მიიღო.
"საკანონმდებლო პაკეტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას, ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.





