ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მძღოლს, რომელიც "ორგანიზებულად" გზას გადაკეტავს, მართვის მოწმობის 1 წლით ჩამოართმევენ

სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორი მოსმენით მიიღო.

"ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას" - წერია დოკუმენტში.

აქამდე, ეს მუხლი მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ავტორები არიან ნინო წილოსანი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები