მგონი 10 რიცხვი იყო რომ დამაკავეს, მაკდონალდსიდან გამოვედით მე და ჩემი შეყვარებული. ამ დროს, მოვიდა პოლიცია, ჩხრეკა დაიწყეს, ჯიბეებში ხელის ჩაყოფა და მთელი ამბები. ამ დროს იქვე იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელმაც ამ ყველაფრის გადაღება დაიწყო. პოლიცია ჟურნალისტს მიუვარდა, ტელეფონი წაართვეს და გადაღების უფლება არ მისცეს. შემდეგ ხელი დამადეს, რომ ეს ადამიანი წაიყვანეთო და პოლიციის მანქანით გადამიყვანეს განყოფილებაში.
სასამართლოში მე ჩემს ადვოკატს ყველანაირი მტკიცებულება გვქონდა, რომ მე უდანაშაულო ვიყავი. მოწმეები ამბობდნენ, ვინც დაკავებას შეესწრნენ, რომ არ უგინებია, თავის ნებით გაჰყვაო და ოქმში პირიქით დაწერეს. ვიდეოშიც ჩანს, "მთავარი არხიც" გვერდზეც იდო, რომ ხელგადახვეული მივყვებოდი პოლიციელებს და არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, ვსაუბრობდით. მანქანაში მშვიდობიანად ჩავჯექი. ჩემი მეგობრის ვიდეომტკიცებულება გვქონდა, რომ არანაირ შეურაცხყოფას არ ვაყენებდი პოლიციას და არ ვძალადობდი არავისზე, მშვიდად ვიდექი ერთ ადგილზე. ეს ყველაფერი ნახა მოსამართლემ, მაგრამ მაინც ჩემს საწინააღმდეგო მიიღო გადაწყვეტილება, ყველაზე მსუბუქი ფორმით, მაგრამ მაინც - გაფრთხილება მომცა და გამომიშვეს.
მეორე დღეს ნივთების ასაღებად მივედი, გუშინ არ მომცეს, მითხრეს, რომ გამომძიებელს ჰქონდა სეიფში. დღეს რომ მივედი, სისხლის სამართალზეა გადაცემული თქვენი საქმე და თქვენს ნივთებს ვერ მოგცემთო. ჩემი ნივთები კი არის ტელეფონი და მანქანის გასაღები.
ამ ადამიანებს, ვფიქრობ, რაღაცის ჩადება უნდოდათ ჩემთვის, მაგრამ მე პროფესიონალი სპორტსმენი ვარ და როცა ეს გაიგეს, ვერ ჩამიდეს ვერაფერი, მაგრამ რაკი ახლა ჩემი მანქანის გასაღები აქვთ, ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი მანქანაში რაღაც ჩადონ, ახლა ჩაატარონ ჩემი მანქანის ჩხრეკა და იქ რაღაც აღმოჩნდეს. აქტიურად არ დავდიოდი აქციებზე, 5-6-ჯერ ვიყავი, რამდენიმე საათით ვიდექი, იმ ღამეს აქციიდან არ მოვდიოდით. არც იცოდნენ, რომ აქციიდან არ მოვდიოდი, კინოდან მოვდიოდი, "სქრინებიც" ვაჩვენე მოსამართლეს.
ახლა სისხლის სამართალია აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. ახლა მივდივარ ადვოკატთან რომ დეტალები გავარკვიო.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება