ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ნაკაშიძე: კარგი მსახიობი ასევე უნდა იყოს კარგი მოქალაქე, მოაზროვნე და პატრიოტი

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდათ ომი. და ვის უნდა ომი? არც მე მინდა ომი, მე მინდა ცივილური, პროევროპული ქვეყანა და მინდა მთელს ქვეყანაში იყოს დემოკრატია, იმიტომ რომ, ისტორიულად სამყარომ დემოკრატიულ ყოფაზე და სახელმწიფოზე უკეთესი ჯერ ვერაფერი მოიგონა.

კარგი მსახიობობა პირველ რიგში არის ინდივიდუალურობა, მსახიობი პირველ რიგში არის არა მხოლოდ ნიჭიერი ადამიანი, რომელიც სცენაზე ან კამერასთან რაღაცას აკეთებს, არამედ, არის მასშტაბურად მოაზროვნე, კარგი გაგებით. მსახიობი, კარგი მსახიობი ასევე უნდა იყოს კარგი მოქალაქე, მოაზროვნე და პატრიოტი. ვფიქრობ ჩვენს პროფესიაში ბევრი ასეთი ადამიანია და მიხარია, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ასე გლობალურად აზროვნებს.

თქვა Эхо Кавказа-სთან ინტერვიუში მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ, რომელიც საპროტესტო აქციების პირველ დღეებში 48 საათით დააპატიმრეს.

კომენტარები