აშშ გამოძიების ფედერალური ბიურო

FBI-ის დირექტორი თანამდებობას ტრამპის ინაუგურაციამდე დატოვებს

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ, 11 დეკემბერს შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე თანამდებობას დატოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვრეის თანამდებობაზე ყოფნის ვადის დამთავრებამდე 3 წელი რჩებოდა, ტრამპმა ნოემბერში FBI-ის დირექტორის პოსტზე კეშ პატელის კანდიდატურა წარადგინა. 

ვრეი, რომელიც ტრამპმა 2017 წელს 10-წლიანი ვადით წარადგინა, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში რესპუბლიკელთა ნაწილის კრიტიკის სამიზნე გახდა, განსაკუთრებით იმ გამოძიებების გამო, რომელიც FBI-მ ყოფილ პრეზიდენტზე მისი ოფისიდან წასვლის შემდეგ წამოიწყო.

"ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბიუროსთვის სწორი იქნება, მე ვიმსახურო იანვრამდე, ვიდრე ამჟამინდელი ადმინისტრაცია დაასრულებს მუშაობას, შემდეგ კი გადავდგე. ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო გზა, ბიუროს კონფლიქტში უფრო ღრმად ჩათრევის თავიდან ასაცილებლად და, ამავდროულად, იმ ღირებულებებისა და პრინციპების გასაძლიერებლად, რომლებიც ჩვენი მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია". - განაცხადა ვრეიმ.

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვრეის გადაწყვეტილებას მიესალმა და თქვა, რომ ეს "დიდი დღეა ამერიკისთვის".

"ეს დაასრულებს იარაღად გამოყენებას იმის, რაც აშშ-ს უსამართლობის დეპარტამენტის სახელით გახდა ცნობილი. ახლა ჩვენ აღვადგენთ კანონის უზენაესობას ყველა ამერიკელისთვის." - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

კომენტარები