ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

წულუკიანი ზურაბიშვილზე: საქართველოს, როგორც ახალდაბადებულ ბოჩოლას, თავში ურტყამს წიხლებს

[სალომე ზურაბიშვილი] ჩაიწერება, როგორც ერთი დიდი შავი ფურცელი საქართველოს ისტორიაში. იქ იქნება ჩამოთვლილი ეს ფაქტები, რომ ის თურმე ითხოვდა, რომ არ აღიაროთ საქართველოში არჩევნებიო.

თუ არ ხარ მტერი შენი პატარა, მრავალტანჯული ქვეყნის, რომელმაც ძლივს - აი, როგორც ახალდაბადებული, გინახავთ ალბათ, ბოჩოლა, რომ ვერ დგება ფეხზე, თავი შეიკავა, დაიჭირა და გადადგა პირველი ნაბიჯები და შენ ამ დროს თავში ურტყამ წიხლებს - ამას აკეთებდა ქალბატონი პრეზიდენტი ბოლო წლების განმავლობაში - ჩვენ მხოლოდ ამ დარტყმებს ვიგერიებდით.

თქვა ერთპარტიული პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.

კომენტარები