მუდმივად ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის პირობებში ყოფნა არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ლურჯი იქნება ის თუ წითელი - ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი თუ ჩვენი ამომრჩეველი, რთულია, ხანგრძლივად ასეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ყოფნა. ოჯახებშიც არის განსხვავებული აზრები, ერთმანეთს უპირისპირდებიან ერთი და იმავე ოჯახის წევრები, მეგობრები გაუუცხოვდნენ ერთმანეთს, ამიტომ ჩვენ დამშვიდებისკენ უნდა წავიყვანოთ სიტუაცია.
მთავარი პრობლემა არის საგნობრივი დისკუსიის არარსებობა იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების უკანონოდ, ანუ ქუჩით ჩამოშორების ეს მცდელობა არ გულისხმობდა მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ჩართულობას. აქ იყვნენ პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ პარტიებთან, ზოგს აქვს, მაგრამ არიან ბევრი, ვისაც არ აქვთ კავშირი პარტიებთან და ასეთ ახალგაზრდებთან, რომლებიც მე მჯერა, რომ უმრავლესობაში არიან, საგნობრივი დისკუსია საჭიროა იმიტომ, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალია.
საინტერესო იქნებოდა, გაგვეგო, რა იციან მათ იმის შესახებ, თუ რის ფასად და როგორ იყო მიღწეული ქართული ოცნების მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. საინტერესო იქნებოდა დისკუსიის ფარგლებში გამოგვერკვია, რა იციან ახლა მოქმედი ხელისუფლების შესახებ. ჩვენ მათზე ორჯერ უფროსები ვართ და მე მათ მიმართ არც მიჩნდება აგრესია იმიტომ, რომ ასაკი მაიძულებს, რომ ჩემზე ორჯერ უმცროს ადამიანთან მიმართებაში არ მქონდეს არავითარი აგრესია და ბრაზი, მაგრამ მათ ხომ აქვთ ბრაზი - ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი.
ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჯერჯერობით ვერ შევძელით განათლების სისტემაში ფუნდამენტური საფუძველი ღირებულებებისა გაჯდეს და დავამკვიდროთ. ამიტომ ამ ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა. იმის თქმა, რომ შენ რადგან ქუჩაში ხარ, ნაცი ხარ, არ მიმაჩნია სწორი, უბრალოდ არიან ისეთებიც, რომლებმაც ვერ გაიგეს რაღაცები, ან არ ახსოვთ.





