მექსიკა

მექსიკაში კონგრესის წევრი მოკლეს, რომელიც მმართველ კოალიციაში იყო

REUTERS/Yahir Ceballos

მექსიკის კონგრესის ქვედა პალატის წევრი, ბენიტო აგუასი, ვერაკრუსის შტატში მოკლეს.

აგუასი პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის პარტიის მმართველ კოალიციაში შემავალი მწვანე პარტიის წევრი იყო, 

ადგილობრივი მედიის ცნობით, აგუასს რამდენჯერმე ესროლეს და ის მოგვიანებით ჭრილობების შედეგად დაიღუპა. 

გენერალური პროკურორის ადმინისტრაციის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სხვა გარდაცვლილი კაციც იპოვეს. განცხადების მიხედვით, სავარაუდო მკვლელობების გამოძიება მიმდინარეობს. 

"გვჯერა, რომ შესაბამისი გამოძიებები ჩატარდება, რათა სამართალმა გაიმარჯვოს". - წერს კონგრესის ქვედა პალატის ლიდერი, რიკარდო მონრეალი. 

ბოლო დროს მექსიკაში კრიმინალური დაჯგუფებების ძალადობის ფონზე პოლიტიკოსების მკვლელობები გახშირდა. ქვეყანაში ივნისში გასამართ არჩევნებამდე დაჯგუფებებმა 30 საარჩევნო კანდიდატი მოკლეს და ძალადობა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. 

7 ოქტომბერს მექსიკაში, გერეიროს შტატის დედაქალაქის მერი თანამდებობაზე არჩევიდან რამდენიმე დღეში მოკლეს.

კომენტარები