საფრთხე ძალიან დიდია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამძლეობაა საჭირო. მედგარი სულის მჯერა, ერის სულისკვეთების მჯერა, კიდევ პიროვნებების მჯერა, იმდენი პიროვნება დავინახე, ვინც ლაპარაკობს, ახალგაზრდები, საოცარი თაობაა მართლა.
შეგრძნება მაქვს, რომ ამ წუთას, ჩვენ თვალწინ, მართლა, საბოლოოდ, თბილისის ქუჩებში კვდება საბჭოთა კავშირი. საბჭოთა მენტალიტეტი, მონური მენტალიტეტი, დამცირებული, დაპატარავებული ადამიანების მენტალიტეტი საბოლოოდ ქრება. და მართლა იმარჯვებს თანამედროვე, ლაღი, თავისუფალი ადამიანების სული.