(ხელისუფლებას) ყოველგვარი წითელი, ბორდოსფერი, შინდისფერი ხაზი უკვე გადაკვეთილი აქვს. ჩვენ მივადექით იმ ყავისფერ მასას, რასაც ეს ადამიანები მიირთმევენ დიდი კოვზით.
ეს არის ბრძოლა გადასარჩენად. ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა გადასარჩენად. ყოველთვის მიჭირდა სახელი მომეძებნა ამ არსებებისთვის, ერთი მხარე რობოკოპებს უწოდებს, მეორე ბანდფორმირებებს, ჯერ ეს ერთი რობოკოპი არის დადებითი პერსონაჟი, ეს ყველას გვახსოვს, ესენი რობოკოპებიც არ არიან, უფრო მძიმე ლიტერატურიდან მინდოდა ანალოგია და გამახსენდა ფენომენალური სათაური, რომელიც ძალიან ჯდება ბიძინა ივანიშვილზე, ის არის არსება, რომელსაც აცვია კოსტიუმი, მაგრამ ამ კოსტიუმის მიღმა არის მკვდარი სული, ეს არის მკვდარი სული.
ახალ თაობას ემახსოვრება, ჰარი პოტერის წიგნებში არიან ასეთი არსებები - დემენტორები, რომლებიც ცხოვრობენ სიბნელეში, ადამიანის სხეული აქვთ, მაგრამ არიან უსულო არსებები და თუ მიუახლოვდები ამოგწოვენ ყოველგვარ სიხარულს და ბედნიერების განცდას, აი ამ არსებამ, ამ მკვდარმა სულმა, ჩაუკლა სული ვისაც მიწვდა. ამიტომაც ეშინია მას იმ ახალგაზრდების, რომელთაც გული უფეთქავთ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით.
ამ ბრძოლაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში არაფერი იყო და ალბათ არც იქნება.