ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ექიმ გიორგი ახობაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

7 დეკემბერს დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ახობაძეს ბრალდების მხარე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახობაძეს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ახობაძე 7 დეკემბრის საპროტესტო აქციიდან სახლში მიდიოდა, როცა იგი პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. მამაკაცის ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები "ჩაუდო". 

არსებული ინფორმაციით, ახობაძე ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

კომენტარები