აშშ-უნგრეთი

დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი ერთმანეთს შეხვდნენ

Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) X

უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანსა და ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართა

ამასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერმინისტრმა 10 დეკემბერს თავის X-ზე დაწერა და შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა, თუმცა სხვა დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ტრამპთან ერთად ორბანი ასევე ილონ მასკსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალ მრჩეველს, კონგრესმენ მაიკ უოლცს შეხვდა.

ორბანის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა.

"აშშ დღეს. მომავალი დაიწყო!" - წერს უნგრეთის პრემიერმინისტრი x-ზე.

კომენტარები