ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე: არავის უნდა 4 პარტიასთან ასოცირება, ამიტომ ვერ აყენებენ არჩევნების მოთხოვნას

პოტენციური მოთხოვნა, რაც მათ შეიძლება გულში ედოთ, არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. თუმცა, ამ მოთხოვნის დაყენებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ ერთი მარტივი მიზეზით, როგორც კი ამ მოთხოვნას დააყენებენ, ეგრევე გაიშიფრება, რომ მათ აქვთ პარტიული დღის წესრიგი. საქართველოში მაინც და მაინც პოპულარული არ არის საკუთარი თავის მიკუთვნება ამ ოთხიდან რომელიმე პარტიისადმი. ყველამ იცის, რომ ეს არის ერთი კოლექტიური პარტია, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც შედგება ოთხი პარტიისგან: სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებისგან და არავის არ უნდა მისი ასოცირება რომელიმე ამ პარტიასთან, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ვერ აყენებენ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას. შესაბამისად, რჩება უშინაარსო მიტინგები და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ამ ადამიანებს უჭირთ რაიმე სერიოზული რესურსისთვის თავის მოყრა. 

ამბობს ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები