ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პოლიცია ტიტუშკების თანამზრახველია, რასაც ეს კადრებიც მოწმობს

ქართულმა ოცნებამ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მოძალადე ჯგუფები ე.წ. ტიტუშკები გამოიყენა.

ტიტუშკების არაერთ დანაშაულს შეესწრნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც მოქალაქეები არ დაიცვეს და დამნაშავეები არ დააკავეს. 

6 დეკემბერს, ცისფერ გალერეასთან თავს დაესხნენ პუბლიკის ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს. შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დანაშაულზე რეაგირება არ მოახდინა.

მეორე ვიდეოში ჩანს როგორ აძლევს მოძალადეს წასვლის უფლებას პოლიციის თანამშრომელი.

 7 დეკემბერს საპროტესტო აქციასთან ახლოს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, პოლიტიკოს კობა ხაბაზს და მსახიობ გიორგი მახარაძეს. 

მახარაძის თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ხედავდნენ, თუ როგორ უსწორდებოდნენ ტიტუშკები და არ რეაგირება არ მოახდინეს.

იმავე დღეს ნიღბიანი მოძალადეები 9 აპრილის ბაღში დემონსტრანტებს თავს დაესხნენ. საპროტესტო აქციების დაშავებულმა მონაწილეებმა ახლოს მყოფ პატრულის ეკიპაჟს მიმართეს. გარდა იმისა, რომ სამართალდამცავები არ ეცადნენ დამნაშავეების დაკავებას, ერთ-ერთმა პოლიციელმა კეტით შეიარაღებული თავდამსხმელი გააცილა.

გარდა ამისა, ბესიკის ქუჩაზე მოქალაქემ აივნიდან გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიცია მოძალადეების ჯგუფს წინააღმდეგობას არ უწევს.

კომენტარები