ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კარდინი: ვფიქრობ, იხილავთ აშშ-ს ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ძალადობს

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ბენ კარდინი

აშშ-ს კონგრესში, კერძოდ, ჰელსინკის კომისიაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კვლავ ეხმაურებიან. ჰელსინკის კომისიის წევრი სენატორი ბენ კარდინისა და კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის თქმით, აშშ-მ ქართველ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროს და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ზომები უნდა მიიღოს. ამის შესახებ კარდინმა და უილსონმა ამერიკის ხმასთან საუბრისას განაცხადეს. 

"ვფიქრობ, თქვენ იხილავთ აშშ-სგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას სჩადის. ხალხის ნება არ სრულდება, ამას რეაგირება ყველგან უნდა მოჰყვეს". - თქვა კარდინმა იმ პირების შესახებ, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობენ.

ჯო უილსონის თქმით კი, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. 

"ძალზე შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. აის სრული აღქმა უნდა არსებობდეს, ევროკავშირი და სხვებიც ამ დასკვნამდე უნდა მივიდნენ ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა. ეს ძალზე სამწუხაროა, რადგან საქართველოს ისეთი ბრწყინვალე მომავალი ელოდა!". - თქვა უილსონმა. 

ამასთან, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა დასძინა, რომ ქართველი ხალხისთვის რუსული აგრესია სიახლე არ არის და თბილისი კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს. 

"ამასთან [ქართველები ნამდვილად თავადაც იყვნენ კრიმინალი პუტინის ომის აგრესიის პსხვერპლნი... თბილისი კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს. საქართველოში შესანიშნავი ადამიანების ცხოვრობენ, ვამაყობ საქართველოს პრეზიდენტის სიმამაცით. მათ ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი". - თქვა უილსონმა ამერიკის ხმასთან საუბრისას. 

 

კომენტარები