შემიძლია შევუერთდე ჩემს კოლეგებს, რომლებმაც ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროპული გზის ჩვენი სრული მხარდაჭერა გამოხატეს.
ვფიქრობ, ყოველთვის ვიყავით საქართველოს მეგობრები და მხარდაჭერები, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობრები და მხარდაჭერები, ვინც ევროკავშირში არიან. ასეც გავაგრძელებთ, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ, რომ ახლა ბევრია დამოკიდებული უშუალოდ საქართველოზეც, სურს თუ არა ამ ქვეყანას, რომ გააგრძელოს ევროპული გზა, თუ გადაწყვეტს, რომ შეაჩეროს ან შეწყვიტოს. რა თქმა უნდა, ეს არჩევანი თვითონ ქართველებმა უნდა გააკეთონ.
ასევე, ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია გავიმეორო ის, რაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე თქვეს, ანუ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიების ძალიან მკაცრი დაგმობა. ვფიქრობ, რომ ეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან ან ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებთან თავსებადი არ არის.