ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ფიშერი: ის, რომ პროტესტებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის წყაროა

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი საფრანგეთის ელჩ, შერაზ გასრისთან და დიდი ბრიტანეთის ელჩ გარეთ უორდთან ერთად ომბუდსმენ ლევან იოსელიანს შეხვდა. მისი თქმით, ის, რომ პროტესტებზე დაკავებულთა უმეტესობა დაშავებულია, განგაშის საფუძველია. 

ამის შესახებ ფიშერი X-ზე წერს.

"ვესაუბრე საქართველოს ომბუდსმენს შერაზ გასრისთან და გარეთ უორდთან ერთად. მის სამუშაოს პატივს ვცემთ. ის, რომ საქართველოს პროტესტებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშისა და შეშფოთების წყაროა. მაქსიმალური პატივისცემა მათ, ვინც იყენებს თავის უფლებას, გამოხატოს საკუთარი აზრი დემოკრატიისა და ევროკავშირის სასარგებლოდ" - წერს ფიშერი. 

კომენტარები