რუსული რეჟიმი

სასამართლომ ნიკა გვარამიას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

ფოტო: ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გვარამიას 4 დეკემბერს გირჩი - მეტი თავისუფლებისა და დროას ოფისთან ფიზიკურად გაუსწორდნენ და ძალის გამოყენებით დააკავეს. 

შსს-ს თანამშრომლები გირჩი-დროას ოფისს ჩხრეკდნენ, ხოლო გვარამია ოფისში შესვლას ითხოვდა, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, გვარამია შსს-ს თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დააკავეს.

დაკავებისას ნიკა გვარამიამ, სავარაუდოდ, გონება დაკარგა.

კომენტარები