ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კალაძე: EU-ს საელჩოსთან გააპროტესტეთ, მათი გადასაწყვეტია მოლაპარაკების გახსნა-არგახსნა

არ დავიღლებით იმის გამეორებით, რასაც მუდმივად ვაცხადებთ. პრემიერმაც ყველა გამოსვლაში ხაზი გაუსვა და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - გახსნან მოლაპარაკებები, დაიდოს შესაბამისი დოკუმენტი და მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ამ ყველაფრით გვაშანტაჟონ - გავხსნით, არ გავხსნით, იმსახურებთ, არ იმსახურებთ...

... დაიდოს დოკუმენტი და მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი, მზად ვართ, დაჩქარდეს ევროინტეგრაციის პროცესი, ვასრულებთ ყველა ვალდებულებას, რაც გაწერილია ასოცირების ხელშეკრულებით... ჩვენი მხრივ, არანაირი პრობლემა არ არსებობს ამ მიმართულებით, ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან ველით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, თუ ვინმეს მართლა რაიმე პროტესტი აქვს ამ მიმართულებით, მიდით ევროკავშირის საელჩოსთან და გააპროტესტეთ და მოითხოვეთ, ბურთი მათ მხარესაა, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხთან დაკავშირებით.

მიდით, ცივილურად, დემოკრატიულად გააპროტესტეთ და არა მოლოტოვის კოქტეილების სროლით და შეურაცხყოფებით.

თბილისის მერი კახა კალაძე Facebook Live-ში.

კომენტარები