ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მეზვრიშვილი: სახელმწიფო სტრუქტურებში ოცნების ქმედებებზე მძლავრი წინააღმდეგობაა

ირაკლი კობახიძემ თავი როგორც არ უნდა მოგაჩვენოთ, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა ქართული ოცნების ქმედებების მიმართ. პოლიციაში ბევრი აპროტესტებს, რომ ქართულმა ოცნებამ სისტემის სახელი ნიღბიან ბანდფორმირებებს დაუკავშირა. პლუს, გაძლება უკვე ფიზიკურად უჭირთ. ზოგადად, საჯარო სექტორშიც სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება. ამას ხედავენ ქართულ ოცნებაში და გზებს ეძებენ, შეცდომა როგორ დაგვაშვებინონ.

ამიტომ, ახლა შეცდომების დაშვების დრო არაა. პროტესტი უნდა გაგრძელდეს კიდევ უფრო მასშტაბურად, ყველა დიდ ქალაქში და მშვიდობიანად. სახელმწიფო სტრუქტურებში მყოფი ადამიანებისთვის ეს არის ერთგვარი სტიმული, რომ პოზიციები ხმამაღლა დააფიქსირონ.

წერს Facebook-ზე პარტია გახარია-საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.

კომენტარები