რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს, [ეუთოს მინისტერიალზე] შევეხებით არჩევნების საკითხს, იცით, რომ ეუთო/ოდირის მისია აკვირდებოდა საქართველოში არჩევნებს, ეს იყო საკმაოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი, რომლებმაც შეაფასეს არჩევნები და საბოლოო დასკვნას ველოდებით რამდენიმე კვირაში. [...] ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ევროკავშირში წევრობა, თუმცა, არც იმის ილუზია გვაქვს, რომ ევროკავშირი გაფართოვდება 2025 წელს, ეს ნამდვილად არ ხდება ასე. ვიცით, რომ ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი.
გასაგებია, რომ არის ემოციური ფონი, როდესაც ამბობ, რომ რაღაც ეტაპზე ნახევარ ნაბიჯს დგამ უკან, რათა წაიწიო წინ უფრო მეტად, ამას სჭირდება სწორი გაგება საზოგადოების მხრიდან. არავის უთქვამს რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ჩერდება, არავის უთქვამს რომ ამ პროცესს რაიმე საფრთხე შეექმნება.