ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შსს-მ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 2006 წელს დაბადებული ს.ჯ. რომელიც დანით იყო შეიარაღებული, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა". - წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მე-7 დღეა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანება 4 წლით შეაჩერა.

კომენტარები