ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შსს-მ ძალადობის გამოყენებით დევნის ბრალდებით ალეკო ელისაშვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დააკავა. 

შსს-ს თქმით, ელისაშვილს ბრალად ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა ედება - მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის 156-ე მუხლითაა აღძრული. 

შსს ელისაშვილს ქართული ოცნების წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ედავება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს". - წერია შსს-ს განცხადებაში

კომენტარები