ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პრეზიდენტი განათლების სამინისტროს მოწოდებაზე: სსრკ დაბრუნდა?

"სსრკ დაბრუნდა?" - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განათლების სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ ფლობენ ინფორმაციას სასწავლო პროცესის შეფერხების შესახებ, ცხელ ხაზზე დარეკონ. 

"განათლების სამინისტრო ხსნის ცხელ ხაზს ინფორმატორებისთვის, რომლებიც მიაწვდიან ცნობებს, მათ შესახებ, ვინც ხელს უშლის სასწავლო პროცესს... სსრკ დაბრუნდა?", - წერს პრეზიდენტი X-ზე. 

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე სკოლამ სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა.

კომენტარები