ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ომბუდსმენი: ვთვლი, რომ საკმარისზე მეტსაც ვაკეთებთ

მე ვთვლი, რომ საკმარისზე მეტსაც ვაკეთებთ - იმაზე მეტს, რაც ჩვენს რესურსზე არის დამოკიდებული.

ამას ადასტურებს ის რაოდენობა ადამიანების მონახულების, ის შედგენილი მტკიცებულებები, რომელიც ამ ხუთ დღეში მოვაგროვეთ და ამ ყველაფრის შეფასებაზე დახარჯული ღამეები და დღეები.

ამაზე მეტის გაკეთება, უბრალოდ ამ პირობებში, ჩემი აზრით შეუძლებელია.

თქვა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ივანიშვილის სპეცრაზმის ძალადობრივი დარბევების და ძალის გადამეტების ფაქტებზე რეაგირების შესახებ ტვ პირველის ეთერში.

28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს.

იმავე საღამოს, თბილისსა და სხვა ქალაქებში თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები დაიწყო.

ხუთი დღეა, სპეცრაზმი ძალადობრივად არბევს დემონსტრაციებს და აკავებს მოქალაქეებს.

კომენტარები