მრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, რუსული კანონის რეალურად ამოქმედების პროცესი მალე დაიწყება.
"კანონი არ არის ამოქმედებული სრულად ამ ეტაპზე. წინასაარჩევნო პერიოდი იყო, იყო რისკი, ვიღაცას არჩევნების წინააღმდეგ სპეკულაციებისთვის გამოეყენებინა სრულად ამ კანონის ამოქმედება, ამიტომ იუსტიციის სამინისტროს მიდგომა იყო რბილი, რასაც ჰქონდა კონკრეტული საფუძველი. [...] რეალურად ალბათ უნდა დაიწყოს მალე [კანონის ამოქმედების] პროცესი, რადგან NGO-ების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის" - თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.