ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე ეკონომიკაზე: თქვენ უარესზე ოცნებობთ, მე მინდა, გაოცნებოთ უკეთესზე

აქაც თქვენ უარესზე ოცნებობთ, მე მინდა, გაოცნებოთ უკეთესზე... ჩვენ კი არ ვოცნებობთ, შედეგებს გეტყვით, რაც გვაქვს. მაცადეთ, გეტყვით... ჩაატარეთ ბრიფინგი მაშინ, კონკრეტულად გპასუხობთ და არ მაცდით. მართლა გაგიცვლით ადგილს და მე დავსვამ კითხვას და თქვენ უპასუხეთ, გინდათ?... 

მაპასუხებინეთ, ნუ მაწყვეტინებთ... ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ნაცმაიდნის მოწყობის ოთხი მცდელობა... ამ ყველაფრის მიუხედავად ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, საშუალო ეკონომიკური ზრდა ამ ოთხი წლის განმავლობაში არის 9.8%... 

... ვინმემ შეგიზღუდათ კითხვის დასმა? მაგრამ ნუ მიზღუდავთ პასუხის გაცემას... მეცოდებით, ისე არ გსიამოვნებთ ჩემი პასუხი, რომ არ გინდათ, დამამთავრებინოთ.

ირაკლი კობახიძე BMG-ის ჟურნალისტის, თელარა გელანტიას კითხვაზე, თუ აქვს რისკები დათვლილი, 20 იანვრამდე [ტრამპის ინაუგურაცია] რამდენი მილიონით, მილიარდით შეიძლება დაზარალდეს ქვეყნის ეკონომიკა ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო.

კომენტარები