მე გეტყვით, რა არის ამ განცხადებების მიზეზი - ამ შემთხვევაში მიზეზია არა წაკითხულის ვერგააზრება, არამედ, ის ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, რომელიც ხორციელდებოდა ბიზნესმენებზე...
ლიბერალი ფაშიზმი თუ რამეს დაესხა თავს, პირველ რიგში, ეს იყო ბიზნესი, ესენი იყვნენ სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ. ქოლცენტრებს ამუშავებდნენ, ერთ სპორტსმენს, მაგალითად, მიუვიდა ათასამდე მესიჯი, ხმოვანი შეტყობინება... იგივე ხდებოდა ბიზნესებთან მიმართებით, მიდიოდა პირდაპირი ზეწოლა და შანტაჟი ბიზნესმენების წინააღმდეგ, ეს არის შედეგი.





