ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შსს ხარხელზე: დაკავებული არაა, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ რომ ბლოგერი დოდი ხარხელი დაკავებული არაა, გამოძიება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

"დაკავებული არაა, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება" - უთხრეს შსს-ში ტაბულას. 

უწყებაში არ აკონკრეტებენ რომელ სისხლის სამართლის საქმეზეა საუბარი და რას შეეხება ის. 

დღეს, აქტივისტის და ბლოგერის, დოდი ხარხელის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ. ინფორმაცია ხარხელის ქმარი, ლევან წიკლაურმა გაავრცელა.

კომენტარები