დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი აშშ-სა და ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი ოფიციალურ განცხადებაში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას გმობს, ხელისუფლებას დეესკალაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ ნორმებს დაშორებული ნაბიჯების
დაუთის განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
"ხალხი საქართველოში ნათლად გამოხატავს, რომ ეწინააღმდეგება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, ევროპული მომავლისკენ ქვეყნის შემდგომი ნაბიჯები შეაჩეროს, რაც საქართველოს კონსტიტუციას პირდაპირ ძირს უთხრის.
ვგმობ პროტესტის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი და გადაჭარბებული ძალის განგრძობად გამოყენებას, რაც ბოლო დღეებში ხდება. როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანზიაციამ აღნიშნა, ეს შეკრების თავისუფლების სერიოზული დარღვევაა.
საქართველოს ხელისუფლებას მოსმენისკენ, სიტუაციის დეესკალაციისაკენ და ევროპული ღირებულებებისგან დაშორების მავნებელი ტრაექტორიის ცვლილებებისკენ მოვუწოდებთ. დემოკრატიული ნორმებისგან და თავისუფლებისგან დამაშორებელი ნაბიჯების გადადგმის გაგრძელება მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის დაზარალებას ემსახურება და საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის ძირეულად დაზიანების რისკს შეიცავს". - წერია განცხადებაში.
მანამდე, დაუთი X-ზე წერდა, რომ დიდი ბრიტანეთი შეშფოთებული იყო საქართველოს პოლიციის მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით.