ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე: მადლობა შსს-ს, გასულ 3 დღის განმავლობაში ყოველგვარი ინციდენტის გარეშე იმოქმედეს

მინდა, შევაჯამო განვლილი 5 დღე, ჩავარდნილი "ნაცმაიდნის“ 5-დღიანი ციკლი.

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით.

თქვენ, მოგეხსენებათ, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები. მას შემდეგ, გასული სამი დღის განმავლობაში, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები, ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შსს, მოქმედებდნენ პოლიციელები.

მადლობა მათ ამისთვის. ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპული და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგისა და ჟურნალისტის გამო.

ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე.

28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს. იმავე საღამოს, თბილისსა და სხვა ქალაქებში თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები დაიწყო. ხუთი დღეა, სპეცრაზმი ძალადობრივად არბევს დემონსტრაციებს და აკავებს მოქალაქეებს. 

კომენტარები