ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

დოდი ხარხელი საბავშვო ბაღთან დააკავეს - მეგობრები

მეგობრების ინფორმაციით, აქტივისტი და ბლოგერი დოდი ხარხელი საბავშვო ბაღთან დააკავეს. ამასთან, ვრცელდება დაკავების ვიდეოკადრები.

"რუსული ოცნება, რუსული ტერორი, მარტო იმიტომ, რომ აქციებზე ვდგავარ" - ამბობს ხარხელი დაკავებამდე.

ამ წუთებში დოდი ხარხელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

იქამდე, ხარხელის ქმარმა, ლევან წიკლაურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს მათ სახლთან იმყოფებოდა და ძალის გამოყენებით შესვლას აპირებდა.

კომენტარები