ინფლაცია საქართველოში

ბოსტნეული 15.5%-ით გაძვირდა, ზეთი და ცხიმი - 5%-ით, წლიური ინფლაცია 1.3%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.1%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (+15.5%)
  • ყავა, ჩაი, კაკაო - (+7.8%)
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+7%)
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+6.1%)
  • ზეთი და ცხიმი (+5%)
  • ხილი და ყურძენი (+3.6%)
  • თევზეული (+1.3%)
  • პური და პურპროდუქტები (+0.9%).
  •  ხორცი და ხორცის პროდუქტები (+0.5%);

ამასთან, ფასები 1.5%-ით შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე.

საქსტატის ცნობითვე, წინა წელთან შედარებით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი - 5.1%-ით გაიზარდა. განათლება 4.9%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.1%-ით, ხოლო ჯანდაცვა - 2.1%-ით.

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 12.9%-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 0.5%-ით გაიაფდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი - 3.7%-ით, ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 0.6%-ით, ტრანსპორტი კი - 2.1%-ით.

კომენტარები