ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები: ანტი-ლგბტ კანონი, კონსტიტუციის უგულებელყოფის მაგალითია

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ კანონის ამოქმედების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
"აღნიშნული კანონი, საქართველოს კონსტიტუციაში ასახული უფლებრივი სტანდარტების და ღირებულებების უგულებელყოფის უმძიმესი მაგალითია". – წერია განცხადებაში.

ამ ეტაპზე განცხადებას ომბუდსმენის აპარატის 42 თანამშრომელი აწერს ხელს.

"კანონის შედეგები მწვავედ აისახება პირადი და ოჯახური ცხოვრების, ჯანმრთელობის დაცვის, თანასწორობის, განათლების, აკადემიური თავისუფლების, აზრის გამოხატვის, ინფორმაციის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების სფეროებზე. აღნიშნული შეზღუდვები განსაკუთრებით აზიანებს LGBTQI+ თემს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია". – წერია განცხადებაში.

ხელმომწერთა სია ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

1. გიორგი ტყებუჩავა

2. მარიამ მოსეშვილი

3. ანა კვაჭაძე

4. ანი სალდაძე

5. სოფო რუსეცკი

6. გვანცა ხარატიშვილი

7. ნინო იაკობიძე

8. ლიკა ღვინჯილია

9. ნატო ნაცვალაძე

10. თინათინ თინიკაშვილი

11. ნინო შალამბერიძე

12. გიორგი ქაჯაია

13. ევა ფაჯიშვილი

14. ნინო სულამანიძე

15. ნინო ათაბეგაშვილი

16. მერაბ დობორჯგინიძე

17. თამარ გუგუტიშვილი

18. ირინე ობოლაძე

19. ნინო ვალიკოვი

20. მარიამ მახარაძე

21. ლიკა ბაციკაძე

22. ნიკა კვარაცხელია

23. თათული თოდუა

24. გიორგი მელიქიძე

25. მარიამ ორჟონია

26. ნინო ბერიშვილი

27. მარიამ თავდგირიძე

28. ლარა ჯამარაული

29. მაკო არაბული

30. ეკა მამრიკიშვილი

31. თამარ ოგანოვა

32. გიორგი ჩარკვიანი

33. გიორგი ძაძუა

34. ლევანი პაპავა

35. ჟიული მარხულია

36. თამარ ხოხობაშვილი

37. ნათია საღრიშვილი

38. ნათია ქემოკლიძე

39. ნათია გორგილაძე

40. ნინი ლეჟავა

41. ელენე ჩავლეშვილი

42. დავით თუთბერიძე

კომენტარები