მე 5-მა სპეცრაზმელმა, რობოკოპმა მცემა, რის შედეგადაც გავითიშე. ჯიბეებიდან ყველაფერი ამომაცალეს: ტელეფონი; სახლის გასაღები; მანქანის გასაღები [...] პარლამენტის უკან შეკრებილმა სპეცრაზმელებმა კორიდორში გამატარეს და იქაც მცემეს, შემდეგ კი პოლიციასთან მიმიყვანეს [...] მანქანაზე რომ ვიყავი მიყუდებული და ერთ-ერთი პოლიციელი სახეს მბანდა, სპეცრაზმელი გამოვარდა და კიდევ წიხლი ჩამარტყა [...]
ოპერაცია გამიკეთეს. თვალის ბადურის ქვემოთ ძვალი მაქვს გატეხილი. ასევე, საფეთქელთან მაქვს გაბზარული. ცხვირის ძგიდეც დაზიანებული მაქვს, ფაქტობრივად, ვერ ვსქუნთავ. დაზიანებები ყურის უკანაც მაქვს. სახეზე აბსოლუტურად ყველგან დაზიანება მაქვს, ყველა მხარეს მომხვდა.





