ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სტუბი: პროტესტი ცხადყოფს ქართველი ხალხის სურვილს, გააგრძელოს ევროპულ გზაზე სვლა

[მქონდა] სასწრაფო დისკუსია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

პარტია ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ იგი ქვეყნის ევროკავშირის გზას გაყინავს. ეს არის რადიკალური ცვლილება წინა პოლიტიკისგან, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციას. სახალხო პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს, გააგრძელონ [სვლა] ევროპულ გზაზე. მათი პროტესტი არ უნდა ჩაახშონ.

ფინეთი ქართველების გვერდით დგას.

ეხმაურება ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერი სტუბი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს X-ზე. 

კომენტარები