გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე ლიონში, საკუთარ სახლში გაძარცვეს

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ლიონის ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე კვირას, ლიონი-ნიცას მატჩის დასრულების შემდეგ, საკუთარ სახლში გაძარცვეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მიქაუტაძეს სახლთან ორი შეიარაღებული მამაკაცი დახვდა, რომლებმაც მას სახლში შეშვება აიძულეს და ძვირფასი ნივთები მოითხოვეს. მოპარული ნივთების ღირებულება 200 000 ევრომდეა შეფასებული.

მძარცველებმა პოლიციის მოსვლამდე გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველები მათ ძებნას ამ დრომდე აგრძელებენ.

კომენტარები