ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ხაზარაძე: ჩემი მხარდაჭერა ჯაფარიძეს და ყველა დაკავებულ ახალგაზრდას!

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პოლიციის მიერ დაკავებულ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძესა და ყველა დაკავებულ ახალგაზრდას მხარდაჭერას უცხადებს. 

ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს

ხაზარაძის თქმით, ივანიშვილი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით ქუჩაში პროტესტს მოერევა, თუმცა ამას ვერ მოახერხებს. 

"ჩემი მხარდაჭერა ზურაბ ჯაფარიძესა და ყველა დაკავებულ ახალგაზრდას, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის!

ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა და ჰგონია, რომ ასე მოერევა სამართლიან პროტესტს ქუჩაში.

არაფერი გამოგივათ! ვერავის შეაშინებთ! თქვენი ამბავი დასრულებულია!

ჩვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ვიბრძვით!" - წერს ხაზარაძე.

მანამდე, პოლიციამ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავა. 

კომენტარები