ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძის მტკიცებით, შსს-მ პროცესები ისევ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისევ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა. 

"უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველო ნაცმაიდანი არ შედგა და არც არასდროს შედგება. ეს ყველაფერი გამოჩნდა წელს, გაზაფხულის მოვლენების დროს და ამ დღეებში. ხედავთ, რომ იყო კოორდინირებული და წინასწარ გაერილი გეგმა, უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის განხორციელებაში. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს გამჭვირვალობსი კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო დაფინანსებული საქრათველოში რევოლუციური პროცესები. 

[...] მადლობა ბატონ ვახტანგ გომელაურს, პირადად მას და თითოეულ პოლიციელს. მათი როლი ამ პროცესების მართვაში იყო განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის. ვიცით არაერთი ფაქტი, თუ რისი მოთმენა უწვედათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები, თუმცა, საბოლოო ჯამში, შსს-მ პროცესები მართა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით" - თქვა კობახიძემ. 

ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა.

"ყოველ ჯერზე შსს მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პერიოდში. გვქონდა შუალედური პერიოდი, ერთ-ერთი შს მინისტრი, რომელიც დღეს ოპოზიციის რიგებიდან ესვრის პიროტექნიკას პოლიციელებს, თავის დროზე თვალებს სთხრიდა დემონსტრანტებს. თავის დროზე, ამას ის აკეთებდა პატრონის დავალებით, ახლა პატრონის დავალებით ესვრის პოლიციელებს პიროტექნიკას.

დღეს არის განსხვავებული ვითარება, რადგან მინისტრი არის ვახტანგ გომელაური. კომპლიმენტიც არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს ვახტანგ გომელაური ამას და თითოეული პოლიციელი. კიდევ ერთხელ, ამერიკულზე და ევროპულზე ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით რეაგირებდა პოლიცია ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომელიც ვიხილეთ გასული დღეების განმავლობაში" - თქვა პრემიერმინისტრმა.  

კომენტარები