ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კალაძე თანამშრომლების განცხადებაზე: თვითლუსტრაციაა, ბევრი გადაადგილება იგეგმება

ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა.

კახა კალაძე თბილისის მერის თანამშრომლების ნაწილის განცხადებაზე, რომელშიც ისინი EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასა და ამ გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზებს ემიჯნებიან. განცხადების მიხედვით, ხელმომწერებს ეს ნაბიჯი არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ. 

კომენტარები